გთხოვთ, გადმომასვენებინეთ ერთადერთი შვილი - გარდაცვლილი 15 წლის გოგოს ოჯახი (ვიდეო)
თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ვერ ახერხებს და დახმარებას ითხოვს.
15 წლის მარიამ გოგიაშვილი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზით მკურნალობდა. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ კი ოჯახს უთხრეს, რომ ვიდრე დავალიანებას, 44 000 ამერიკულ დოლარს, არ დაფარავენ, კლინიკა მოზარდის გადმოსვენების უფლებას არ მისცემს.
მთელი საქართველოს ახალგაზრდობა გვერდით დამიდგა. ვთხოვ მთავრობას, რომ ერთადერთი შვილი გადმომასვენებინოს. თურქეთის კლინიკაშია და დავალიანების გამო არ მატანენ"- თქვა გარდაცვლილის მამამ.
15 წლის მარიამი თურქეთში სამკურნალოდ ერთი თვის წინ ჩაიყვანეს, თუმცა მოზარდი კვირას გარდაიცვალა.