თოლორაიას გათავისუფლება საკონსტიტუციო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს
საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პირველმა კოლეგიამ დაადგინა, რომ თოლორაიას გათავისუფლება საკონსტიტუციო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.
უფრო კონკრეტულად, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ თოლორაიასთვის და მისი მოადგილეებისთვის ორი უწყებიდან ერთ ერთში ტოლფასი თანბამდებობები უნდა შეეთავაზებინათ ან სამართლიანი კომპენსაცია მიეცათ.
ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს"- წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილება სრულად ნახეთ აქ