დაგვაკმაყოფილეთ ალტერნატიული ფართით - აქცია აჭარის მთავრობის სახლთან
დაგვაკმაყოფილეთ ალტერნატიული ფართით, ან დაგვიბრუნეთ ძველი მიწები - აჭარის მთავრობის სახლთან სოციალურად დაუცველი, უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები აქციას მართავენ და რეგიონის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან, შეხვედრას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, 3000-მდე უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი წლებია, დაპირებების შესრულებას ელოდებიან, ისინი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აქცხადებენ, რომ ბობოყვათის ტერიტორიაზე მიწები მათ ოჯახებს საუკუნებია, ეკუთვნის, რომლებიც ინვესტორმა წაართვა.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ ალტერნატიული ფართით არ დააკმაყოფილებს, აქციის მონაწილეები დეკემბრის დასაწყისში მასშტაბური აქციით იმუქრებიან.