კარტოგრაფების საქმე თავდაყირა დგება - პროკურატურის მოწმემ მელაშვილი-ილიჩოვას ბრალეულობა ვერც ამჯერად დაადასტურა
კარტოგრაფების საქმე თავდაყირა დგება. დღეს საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე პროცესი მოწმეების გამოკითხვით გაიხსნა. სასამართლოს ჩვენება დღეს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ დათუნაშვილი მისცა. დათუნაშვილი 2007-2008 წლებში დემარკაცია- დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის წევრი იყო. პროკურატურამ დათუნაშვილი ნატალია ილიჩევას და ივერი მელაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მიიყვანა, თუმცა დათუნაშვილმა სასამართლოს წინაშე თქვა, რომ კარტოგრაფიაში საერთოდ ვერ ერკვევა.
სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსნამ ასევე პირდაპირ თქვა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალი ილიცევას კომპეტენციაში ეჭვი არასდროს შეუტანია და რუკა, რომლითაც ისინი კომისიის საქმიანობის პერიოდშ ხელმძღვანელობდნენ, იმ დროისათვის ყველაზე რელევანტური იყო.
თავად ბრალდებული კი მტიცებულებების არარსებობაზე საუბრობს. ივერი მელაშვილის თქმით, მოქმეები, რომლებცი იკითხებიან, არაინფორმირებულები არიან და ვერც მათ საწინააღმდეგოს ამბობენ რამეს.
მოწმეები ნამდვილად ინფორმირებულები არ არიან და მე ვიტყოდი, რომ საერთოდ საქმის კურსში არ არიან. მიზანი რა არის ბრალდბის მხარის, რატომ უნდათ ვთქვათ აი, ასეთი წარმოჩენა, იმიტომ, რომ ის ხალხიც, რომელიც აქამდე გამოდიოდა, არსბეითი, ჩვენს საწინააღმდეგოდ არაფერი უთქვამთ. მტკიცებულება საერთოდ არ არის, - ამბოსბ ივერი მელაშვილი.
ადვოკატი კი ამბობს, რომ პროკურატურა აქცენტს არა შინაარსზე და ფაქტებზე, არამედ საზოგადოებაში გარკვეული განწყობების შექმნაზე აკეთებს.
რამდენიმე ათეული მოწმეა და ეს ატეპი კარგა ხანს გაგრძელდება. რაც შეეხება შინაარსობრივად მოწმეების ჩვენებას, რომლებიც აქამდე დაიკითხნენ, მათ არანაირი ინფორმაცია არ მიუწვდიათ სასამართლოსთვის, როელიც ივერი მელაშვილის და ნატალი ილიჩოვას ამ ბრალდებაში დანაშაუსლ დაამტკიცებდა. თუ შევხედავთ იმ ტენდენციას პროკურატურის მხრიდან მოწმეების მოყვანის, რა თანმიმდევრობით მოჰყავთ მოწმეები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი აქცენტი არის არა შინაარსზე და ფაქტებზე, არამედ მათი აქცენტია გარკვეული საზოგადოებრივი განწყობების შექმნაზე, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოს წინაშე ამ წუთებშიც იკითხება. მას კითხვებს საგამოძიებო უწყება უსვამს. ჯერჯეორბით კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცემიათ ბრალდებულის ადვოკატებს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს სახელმწიფო ინტერესების საზიანო მოქმედებაში ადანაშაულებს.