გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, მისმა მეგობარმა მამაკაცმა მოკლა
ფემიციდის კიდევ ერთი უმძიმესი შემთხვევა თბილისში.
გოგოლის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, მისმა მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.
გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოძალადე საკუთარ შეყვარებულს ჯერ ჩაუსაფრდა და შემდეგ სამსახურიდან დაბრუნებულ ქალს ჩხუბი ქუჩაში დაუწყო.
კონფლიქტი იტალიურ ეზოში გაგრძელდა, სადაც კაცმა შეყვარებულს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა.
გოგოლის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.