ლარი და 70-ისა და ობიანი სოსისის ბედად დატოვებული სოციალურად დაუცველები - როგორ გაიმეტა მთავრობამ მოქალაქეები შიმშილისთვის
როგორ გაიმეტა მთავრობამ მოქალაქეები შიმშილისთვის - ლარი და 70, ეს არის თანხა, რომელიც მთავრობამ სოციალურად დაუცველებისთვის გაიმეტა. გაჭირვებული ხალხისთვის, ვინც საკვების მისაღებად უფასო სასადილოებში დადის, წლიდან-წლამდე არაფერი იცვლება.
მიზერული ბიუჯეტით მომზადებული საკვები ხშირ შემთვევაშიი ვარგისი არ არის, რის გამოც სულ რომ არ იშიმშილონ, გაჭირვებულ ადამაინებს სასადილეობიდან მხოლოდ პური მიაქვთ.
„სამწუხაროდ, ბევრჯერ წამომიღია სოსისი და ამის ძალიან ბევრი მოწმე მყავს აქ, რომ შიგნით სულ ობიანი ყოფილა. ბევრჯერ ყოფილა, რომ ლობიო მომიტანია, სამწუხაროდ უმი, მაგრამ გამიკეთებია სახლში შემდეგ. ვთხოვთ მოგვიმატონ პროდუქცია. ერთ სულზე რა უნდა აიღოს ადამიანმა“ - ამბობს სოციალურად დაუცველი.
საკრებულოს ოპოზიცია კი თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მაშინ როდესაც მერი საკუთარ პიარზე მილიონობით ლარს ხარჯავს, ასევე უზრდიან დაფინანსებს სუს-ს და იზრდება თავად ჩინოვნიკების ხელფასებიც, თბილისის მერიამ მხოლოდ ლარი და 70 არ უნდა გაიმეტოს საკუთარი გაჭირვებული მოსახლეობისთვის და მათ სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს.