მუხრანში მომხდარი მკვლელობა - ნაფიცმა მსაჯულებმა 2 პირი დამნაშავედ ცნეს
მუხრანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ბრალდებული 3 პირიდან 2 დამნაშავედ ცნო, მესამეს კი ბრალდება მოუხსნეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ მუხრანში 2022 წლსი თებერვალში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამმა პირმა წარმოშობილი კონფლიქტის დროს ერთ-ერთ პირს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენეს, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის თებერვალში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა სამმა ბრალდებულმა, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა.- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ერთი ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა.