ივანიშვილის ადვოკატი "ტვ პირველის" კითხვამ წყობიდან გამოიყვანა და ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

18.11.22 17:24
ივანიშვილის ადვოკატი "ტვ პირველის" კითხვამ წყობიდან გამოიყვანა და ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დეპოლარიზაციის პუნქტი რომ შესრულდეს, ივანიშვილის ადვოკატი არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებიოს წევრებთან ერთად ამ საკითხზე მუშაობას იწყებს და შეხვედრას მართავს.

არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინიციატივა იწყება ქვეყანაში და ამ პროცესში ცართული არის თავად ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი - ეს კითხვა დაუსვა „პირველებმა“ ვიქტორ ყიფიანს.

კითხვაზე ივანიშვილის ადვოკატი იმდენად გაღიზიანდა, რომ ჟურნალისტების შეურაცხყოფაზეც გადავიდა. 

რახან თქვენ ასეთი კითხვა ჩაიფიქრეთ, თქვენ ჩაფირებული გექნებათ ამ კითხვაზე პასუხიც. მე ნუ შემისწორებთ დამოკიდებულებას. ჩემი უფლება არის იმ პასუხის კონსტრუქცია ავარჩიო, რომელსაც მე ავარჩევ. ვთვლი, რომ კითხვა იმდენად რეალობას არის მოწყვეტილი, რომ ცოტა არ იყოს, მე თქვენ პროფესიონალურ თავმოყვარეობას ვგულშემატკივრობ“. - უთხრა ყიფიანმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.