შრომის ინსპექციამ რუსთავის აზოტის ქარხანა დააჯარიმა
შრომის ინსპექციამ რუსთავის აზოტის ქარხანა დააჯარიმა. შრომის უსაფრთხოების პირობებისა დარღვევის გამო საწარმოს 50 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. აზოტის ქარხანაში ნაწილობრივ შეაჩერეს სამუშაოებიც. მიზეზი დღეს მომხდარი შემთვევაა, როცა ხარაჩოს ჩამონგრევის გამო მუშა გარდაიცვალა.
რაც შეეხება ხარაჩოს ჩამონგრევისას დაშავებულ მუშებს, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქარხნის ტერიტორიაზე დღის პირველ ნახევარში ხარაჩოს ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საწაროს მუშაობის უფლება შეუჩერეს.