შიმშილისთვის განწირული ხალხი - მერიამ სოცდაუცველებს უფასო კვებისთვის დღეში ლარი და 70 თეთრი გამოუყო
1 ლარი და 70 თეთრი - ეს თანხაა გამოყოფილი იმ სოციალურად დაუცველებისთვის, რომელთა გამოკვების ერთდაერთი წყარო უფასო სასადილოებია. იმ ფონზე, როდესაც წლიდან წლამდე მერიის თანამშრომლები საკუთარ ხელფასებს იზრდიან, ყველაზე გაჭირვებული ხალხისთვის ბიუჯეტში დამატებითი თანხა არ გამოინახა.
უფასო სასადილოში მისული სოციალურად დაუცველები, ხშირ შემთხვევაში, იძულებული არიან მხოლოდ პურს დაჯერდნენ. საკვები იმდენად დაბალი ხარისხისაა, რომ მშიერი ხალხი მასზე უარს ამბობს. უფასო სასადილოებმა კი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ლარი და 70 თეთრიდან მომსახურე პარსონალი და კომუნალური გადასახედებიც უნდა გაისტუმრონ, ამიტომ ერთი ადამიანის გამოკვებაზე, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ლარი და 20 თეთრი რჩება, ამ ფულით კი ხალხი შიმშილობისთვის არის განწირული.
გაჭირვებული ხალხის კიდევ უფრო დამძიმებული ყოფის შესახებ ვრცლად ანა მდივანის სიუჟეტში იხილავთ.