მესამე სექტორის სარჩელი დაკმაყოფილდა - სასამართლომ მარნეულის ეპარქიისთვის გაცემული დაფინანსება უკანონოდ ცნო

18.11.22 19:45
მესამე სექტორის სარჩელი დაკმაყოფილდა -  სასამართლომ მარნეულის ეპარქიისთვის გაცემული დაფინანსება უკანონოდ ცნო

არასამთავრობო სექტორის სარჩელი დაკმაყოფილებულია - სასამართლომ უკანონოდ ცნო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მარნეულის და ჰუჯაბის  ეპარქიის დაფინანსება.

410 ათასი ლარი, რომელიც მარნეულის მერიას  ეკლესიისთვის უნდა მიეცა და რომლის დანიშნულებაც არავინ იცის, შეჩერებულია.  

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვდნენ,  სასამართლოს   დისკრიმინაციულად მიეჩნია მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

ახლა მარნეულის საკრებულო გზებს ეძებს, როგორ აუაროს გვერდი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ვრცლად იხილეთ გიორგი ხუხიას სიუჟეტი.