გორის სასამართლოში ცოლის დაჭრასა და სიდედრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის პროცესი დასრულდა
ცოლის დაჭრასა და სიდედრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ალექსანდრე მენაბდიშვილის სასამართლო პროცესები დასრულდა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცოლის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.
მძიმე დანაშაულში მხილებული კაცი დუმილის უფლებას იყენებდა. გამოძიების მასალებით დგინდება, რომ სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა კაცმა საკუთარ ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დღევანდელ პროცესზე გამოიკითხებიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ალექსანდრე მენაბდიშვილს სახლის პირობებში ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფი, მოჰყავდა. ეს ფაქტი კი ბრალის დამძიმების საფუძველი გახდება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.