მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიიდან გაათავისუფლეს
მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეპარქიიდან გაათავისუფლეს - გადაწყვეტილება მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდარული კომისიის სხდომაზე მიიღეს.
ოფიციალური მიზეზი, რის გამოც მთავარეპისკოპოსი დაისაჯა, უარია პატრიარქის წერილზე, რომლითაც ილია მეორე მეუფე ზენონს საქართველოში ჩამოსვლას და ეპარქიაში ატეხილი ბუნტის შესახებ ახსნა-განმარტებებს ითხოვდა.
მეუფე ზენონი ახლა მხოლოდ დმანინისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიას უხელმძღვანელებს. ამ გადაწყვეტილებას კი საბოლოოდ სინოდი დაამტკიცებს.
მეუფე ზენონს ბრიტანეთში მრევლი აუბუნტდა. ხალხი მისით იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ აქციებს პირდაპირ ეკლესიაში უმართავდა. მორწმუნეები ეპისკოპოსს ემიგრანტების გახლეჩვასა და დაპირისპირებაში ადანაშაულებდნენ.