ბურთი არის, მოედანი არა - ქუთაისში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა წლებია, ჭიანურდება

19.11.22 12:33
ბურთი არის, მოედანი არა - ქუთაისში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა წლებია, ჭიანურდება

იმერეთში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა ამ დრომდე მხოლოდ დაპირებად რჩება.  ჯერ კიდევ შარშან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, იმერეთის გუბერნატორსა და ქალაქის მერთან ერთად დაანონსა, რომ მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდებოდა, თუმცა, პროექტი დაწყებიდან მალევე დააპაუზეს.

იმერეთის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის პროექტი ორი ხელოვნური და ორიც ბუნებრივსაფარიანი მოედნის  მოწყობას ითვალისწინებს. თუმცა ადგილზე არც ხელოვნური ბალახია და არც ბუნებრივი.

2021 წლის 21 ივნისს ფეხბურთის ფედერაციამ იმერეთის გუბერნატორსა და ქალაქის მერთან ერთად ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააანონსეს საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა, რომელიც 2022 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო. შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოები ფაქტობრივად შეჩერებულია.

პროექტი 4 ტიპის მოედნის მოწყობას ითვალისწინებდა. დაანონსებული ჰქონდათ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია მარტო ფედერაციის მხრიდან - აცხადებს ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი, თემურ ცამციშვილი.