სისხლიანი ანგარიშსწორება კახეთში - სოფელ ენისელში 23 წლის ბიჭს დანით ყელი გამოჭრეს
კახეთში, სოფელ ენისელში, 23 წლის ბიჭი მოკლეს. ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელი მეგობარს ჯერ ეჩხუბაა, ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო და საბოლოოდ სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა.
დაზიანებები აქვს მიყენებული მკვლელობაში ბრალდებულსაც. მის გადარჩენას ექიმები ახლა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ცდილობენ. კლინიკის ექიმის, ხათუნა თოლორავას, ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მკვლელობაში ბრალდებულის პალატას საბადრაგო სამსახური იცავს. ,,პირველების" ინფორმაციით, ბრალდებული ნასამართლევია და მან საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა.