პირადი მონაცემების უკანონოდ გავრცელება - სამოქალაქო აქტივისტი ახალგორის საავადმყოფოს ექიმს უჩივის
ახალგორის საავადმყოფოს ყოფილ ექიმს სამოქალაქო აქტივისტი უჩივის. თამარ მეარყიშვილი ამტკიცებს, რომ მედიკოსი მის პირად ინფორმაციას დაუკითხავად აქვეყნებს..
თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ექიმის ხელში მისი ტელეგრამის, მესენჯერისა და ვოცაპიის პირადი მიმოწერები ჩავარდა, რომელიც მან უკანონოდ სოციალური ქსელით გაასაჯაროვა.
მეარყიშვილის ინფორმაციით, როცა მან ჩივილი გადაწყვიტა, ექიმმა სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშები გახსნა და ხმოვანი შეტყობინებების გავრცელებაც დაიწყო.
სამოქალაქო აქტივისტის ადვოკატის განმარტებით, შანტაჯი და მუქარა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მისამართით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების დაკვეთით ხორციელდება და ეს ყველაფერი მეარაყიშვილის საზოგადოებრივ საქმიანობას უკავშირდება.
საქართველოს პროკურატურამ მეარაყიშვილის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.