ზუგდიდში სავარაუდოდ სოკოს ინტოქსიკაციის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა

19.11.22 13:08
ზუგდიდში სავარაუდოდ სოკოს ინტოქსიკაციის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა

ზუგდიდში 70 წელს გადაცილებული ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ასაკოვანი კაცების სიკვდილის სავარაუდო მიზეზი საკვებით ინტოქსიკაცია გახდა - სავარაუდოდ ბოტანიკურ ბაღში დაკრეფილი სოკო მომაკვდინელები აღმოჩნდა.

მეზობლები ამბობენ, რომ სიმპტომების დაწყების შემდეგ მოხუცები კლინიკაშიც გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფომ ორივე პაციენტი მალევე გაწერა. გარდაცვლილიდან ერთი სავარაუდოდ სომხეთის მოქალაქეა და ზუგდიდში ერთი წელია, რაც ცხოვრობს.

წუხელ გავიგე, 2 ადამიანი გარდაიცვალაო. მეზობელმა დამირეკა, მურთაზ კემულარიას სახლში 2 პირია გარდაცვლილიო. მერე გავიგე, რაღაც სოკო მიირთვესო. სახლში ღუმელზე დადებული სოკოს ნახარში იპოვეს, სავარაუდოდ, სოკო ჭამეს.

ერთ-ერთი სომეხია, კბილის ტექნიკოსად მუშაობდა  - ამბობს მეზობელი.

 

მსგავსი სიახლეები