საბედისწერო სუფრა, რომელიც მკვლელობით დასრულდა - ,,ტვ პირველმა" 25 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები გაარკვია

19.11.22 13:26
საბედისწერო სუფრა, რომელიც მკვლელობით დასრულდა - ,,ტვ პირველმა" 25 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები გაარკვია

საბედისწერო სუფრა, რომელიც მკვლელობით დასრულდა. 25 წლის ბიჭი, გიგა არჯევანიძე,  სასიკვდილოდ საკუთარმა ნათესავმა გაიმეტა. ,,ტვ პირველმა" კახეთში, სოფელ შილდაში, მომხდარი მკვლელობის დეტალები გაარკვია. 

ენისელიდან სოფელ შილდაში ჩასულ ახალგაზრდას დანით ჭრილობები 37 წლის კაცმა მიაყენა, რომელმაც მსხვერპლს დანა ყელში ჩაარტყა და  არტერია გადაუჭრა. 

სასტიკ მკვლელობამდე სავარაუდოდ  იყო ხელჩართული ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირებაც. ამ ეჭვს აღრმავებს ერთი დეტალი -  მძიმე დანაშაულში ბრალდებული კაცი ნაცემია და დაზიანებებით საავადმყოფოშიაა გადაყვანილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.