ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული - ვახტანგ გომელაური

19.11.22 13:45
ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული  - ვახტანგ გომელაური

ქვეყანაში გაუარესებული კრიმინოგენული ვითარების ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ სტატისტიკაზეე ალაპარაკდაა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ამტკიცებს რომ დანაშაულის რიცხვი დაწეულია, გახსნის მაჩვენებელი კი - გაზრდილი. მინისტრი ეფექტური მუშაობისთვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მადლობასაც კი უხდის.

ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული და ეს თქვენი დამსახურებაა, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა და მადლობა მინდა, გადაგიხადოთ. 

ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაში ვართ ყველა ამ სტატისტიკის კუთხით. დაწეულია დანაშაულის რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია. 

რეფორმები, შრომა, თუ სწორი გადაწყვეტილებები  ეს არის კრიმინალის კუთხით სწორი გადაწყვეტილების გატარების შედეგი - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა შსს-ს მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას.