ობი, ნესტი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - ოზურგეთელ მორაგბეებს ვარჯიში მძიმე პირობებში უწევთ

19.11.22 16:13
ობი, ნესტი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა -  ოზურგეთელ მორაგბეებს ვარჯიში მძიმე პირობებში უწევთ

ობი, ნესტი, განადგურებელი ინფრასტრუქტურა და წინასაარჩევნოდ გაცემული უხვი დაპირებები - ,,ტვ პირველმა" გაარკვია, რომ პირველი ლიგაში მოთამაშე ოზურგეთის სარაგბო კლუბ ,,არწივების" წევრები გაუსაძლის პირობებში ვარჯიშობენ.

სპორტსმენენს  გასახდელიც კი არ  აქვთ, რომ არაფერი ვთქვათ მოსასვენებლ ოთახსა და საშხაპეზე, სადაც კატასტროფული მდგომარეობაა იმის მიუხედავად, რომ წლების წინ კლუბის საპატიო პრეზიდენტი,  არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთში თანამედროვე სტანდარტების ბაზის  მშენებლობას აანონსებდა. 

ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, დავით მჟავანაძე, აცხადებს, რომ ხელისუფლებას მორაგბეები მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება.

ყოველი არჩევნების წინ ახსენდებათ, რომ რაგბის მოედანი და ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. იმის მიუხედავად, რომ საპატიო პრეზიდენტია კლუბის ბატონი არჩილ თალაკვაძე, ფულიც შეგროვებული აქვთ, მაგრამ ამის მიუხედავად ქვა ქვაზე არ დაუდვიათ.  არ არსებობს ნორმალური გამოსაცვლელი ადგილი, საშხაპე, ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა ვარჯიშის შემდეგ თავი მოიწესრიგონ.  - აცხადებს ოზურგეთის საკრებულოს წევრი ,,ენმ - დან დავით მჟავანაძე.

,,პირველების" ინფორმაციით, იმის გამო, რომ ნორმალური მოედანი არ აქვთ, მორაგბეებს თამაშების ჩასატარებლად ქალაქ ფოთის სტადიონის ქირაობა უწევთ.