მკვლელობა დაბადების დღეზე - სისხლიან დაპირისპირებას 20-მდე თვითმხილველი ჰყავს

19.11.22 17:20
მკვლელობა დაბადების დღეზე - სისხლიან დაპირისპირებას 20-მდე თვითმხილველი ჰყავს

კახეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ამბავზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი -  სოფელ შილდაში დაბადების დრეზე მყოფი 20-მდე სტუმარი სისხლიანი ანგარიშწორების უშუალო თვითმხილველი გახდა.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, სოფელ ენისელიდან სტუმრად ჩამოსული ნათესავი, 25 წლის ახალგაზრდა, 37 წლის იუბილარმა, გელა ისაშვილმა, საქმის გასარჩევად სუფრიდან გაიყვანა, შემდეგ კი ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კონტროლი დაკარგა და დანით ახალგაზრდას ყელი გამოჭრა. სისხლის კვალი შემთხვევის ადგილს ამ დრომდე ეტყობა.

მისულან დაბადების დღეზე ვიღაცეები სხვა სოფლიდან, ვიღაც კრიმინალიც მისულა მაგათთან, ქვევითა უბნელია, საავადმყოფოში წოლილა ახლა. იმისი ძმაკაცები იყვნენ ალბათ და თვითონვე მოსვლიათ ჩხუბი. ყელი გამოუჭრია. - უყვება ,,ტვ პირველს" სოფელ შილდას ერთ-ერთი მკვიდრი.

 საგამოძიებო მოქმედებებს ექსპერტ-კრიმინალისტები შილდაში რანდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ.

მკვლელობაში ბრალდებული ამ დროისთვის თელავის საავადმყოფოში იმყოფება. მას საბადრაგო სამსახური იცავს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გელა ისაშვილს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.