"ჯერ დაიგინა, მერე გადააგდო" - "ოცნების" დეპუტატი მუშებს კუთვნილ ჯამაგირს არ უხდის

19.11.22 22:27
 "ჯერ დაიგინა, მერე გადააგდო" - "ოცნების" დეპუტატი მუშებს კუთვნილ ჯამაგირს არ უხდის

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა მუშები გადადგდო და კუთვნილ ჯამაგირს არ უხდის. 

მუშებმა, რომლებმაც გუდაურში, ლევან მგალობლიშვილის დაკვეთით კორპუსი "მარშალ დეველოპმენტი" ააშენეს, "შაბათის ეთერს" უთხრეს, რომ გაჩერებას არ აპირებენ და მმართველი პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ დავას დაიწყებენ. 

გარდა ამისა, "შაბათის ეთერის" მიერ აღმოჩენილია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, დეპუტატს კიდევ ერთი გადამალული ბიზნესი აქვს და ამ კორპუსში ბინებს ისე ყიდის, რომ ჯერ მისთვის მერიას მშენებლობის ნებართვა არ მიუცია. 

საუბარია, თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 15 სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, რომელიც მგალობლიშვილის სიმამრის სახელზეა გაფორმებული. 

ლევან მგალობლიშვილის მშენებარე კორპუსში ერთი კვადრატული მეტრი 700 ამერიკული დოლარი ღირს და ფართები გაყიდვების საიტზე აქტიურად მიმდინარეობს. 

ლევან მგალობლიშვილი "შაბათის ეთერს" ერთი კვირის განმავლობაში ემალებოდა, ის პარასკევს, პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის მოსასმენად მივიდა, ჟურნალისტმა მან პირდაპირ სხდომაზე დაურეკა, თუმცა მმართველი პარტიის წევრი საკანონმდებლო ორგანოდან გაიპარა. 

კანონდამრღვევი დეპუტატის გადამალული ქონება და გადაგდებული მუშები - ნახეთ, თამთა დოლენჯაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში: