ძალადობა არასრულწლოვნებზე - სასამართლომ ვიტალი სოლოვიოვი პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

20.11.22 11:55
ძალადობა არასრულწლოვნებზე - სასამართლომ ვიტალი სოლოვიოვი პატიმრობაში დაუსწრებლად გაუშვა

ძალადობა არასრულწლოვნებზე - საქართველოს სასამართლომ რუსი პროპრაგანდისტის მეგობარი ვიტალი სოლოვიოვი პატიმრობაში გაუშვა. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათის" რეზონანსულ სიუჟეტზე, რომლის თანახმადაც სოლოვიოვი და მისი მეუღლე ცნობილი რუსი მოდელი  ტატიანა აბრამენკო შვილებზე ძალადობაში არიან მხილებულნი. ირკვევა, რომ ვიტალი სოლოვიოვი ცნობილი რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ სოლოვიოვის ახლო გარემოცვის წევრი და მეგობარია.  პროცესს სოლოვიოვი დისტანციოურად ესწრებოდა, რადგან ის საქართველოში არ იმყოფებოდა.

საქართველოს პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმის მიმდინარეობით „ნოდარ მელაძის შაბათი“ დაინტერესდა. რაც შეეხება ტატიანა აბრამენკო ძალაოდბრივ ქმედებებს, საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე რუსეთის ფედერაციამ სამართლებრივი რეაგირება უკვე მოახდინა.

რაც შეეხება ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, დედის მიერ ძალადობაზე ბავშვების მიმართ, ამასთან დაკავშირებით ყურადღებას გავამახვილებ და გაცნობებთ, რომ აღძრული ფაქტები მოპოვებულია ჩვენი სისხლის სამართლის საქმეზეც, თუმცა ეს ფაქტები ხდება არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ და სახელმწიფოს, სადაც ეს ხორციელდება აქვს შესაბამისისამართლებრივი რეაგირება უკვე მომხდარი. არა მარტო ბავშვების ჩვენებებით, არამედ სხვათა ჩვენებებითაც დასტურდება, თუმცა ბავშვები არ არიან დაშინებულები, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე არასრულწლოვანთა ჩვენებები მოპოვებული იქნა მათთვის შესაფერის მშვიდ გარემოში,- ამბობს პროკურატურის წარმომადგენელი.

ტატიანა აბრემენკოს ადვოკატი  აცხადებს, რომ მფარველობის გარეშე ვიტალი სოლოვიოვი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ვერ მოახერხებდა.

ვიტალი სოლოვიოვმა იცოდა, რომ მისი შვილები ხელს ადებდნენდა მაბობდნენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას. მიუხედავად ამისა, მან დატოვა საქართველოს საზღვარი. ამაზე, რა ტქმა უნდა, ამს ხელი შეუწყვეს და ისე დატოვა, თორემ ისე, ბუნებრვია, ის ვერ დატოვებდა საქართველოს საზღვარს, - ამბობს ინტერესების დამცველი. 

არასრულწლოვანი შვილების ცემის, ზეწოლისა და არაადამიანური მობყრობის შემზარავი ფაქტები "ნოდარ მელაძის შაბათმა" გააკრვია. 

ირკვევა, რომ  ტატიანა აბრამენკო რუსეთის სასამართლომ შვილებზე ძალაოდბის ბრალდებით გაასამართლა და პატიმრობაში გაუშვა. ქალი საქართველოში შვილებთან ერთად გამოიქცა. ამის შემდეგ საქართველოში ვიტალი სოლოვიოვი ჩამოდის. კაცს ხელთ აქვს ცოლის მიერ შვილების ცემის შემზარავი კადრები.  ვიდეო მასალაში, რომლიც სოციალურ ქსელში სოლოვიოვის ქართველა ადვოკატმა გაასაჯაროვა, ჩანს ბაშვეზე ძალადობის ორი ეპიზოდი. პირველში - დედა შვილს საწოლზე ანარცხებს, შემდეგ კი აბაზაში გაჰყავსს და სცემს.

ყველაფერი თავდაყირა მას შემდეგ დადგა, რაც უკვე თბილისში ჩამოსულმა ბავშვებმა ქართველ გამომძიებლებს შოკისმომგვრელი ჩვენებები მისცეს. მცირეწლოვნები ჩვენებებში ამბობენ, რომ მათ მამა განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდა და სასტიკად სცემდა.  მიუხედავად მძიმე ფაქტებისა, თავდაპირველად  გამოძიებამ ბავშვების მამა დაკითხვაზე არც კი გამოიძახა. რუსი ტოპ მოდელი ტატიანა აბრამენკო ამტკიცებს, რომ "მოძალადე ქმარს" საქართველოში ყოფილი პრემიერის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი მფარველობს. 

საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით ვიტალი სოლოვიოვი ახლა ძებნილტა სიაშია. 

 


 
 

მსგავსი სიახლეები