მოსახლეობას ჰონ-კონგის შტამი უტევს - ჯანდაცვის სისტემა ისევ მოუმზადებელია

20.11.22 12:33
მოსახლეობას ჰონ-კონგის შტამი უტევს -  ჯანდაცვის სისტემა ისევ მოუმზადებელია

ახალი ვირუსი მთელ ქალაქს მოედო. ჰონ-კონგის შტამი ელვის სისწრაფით ვრცელდება და ერთკვირიანი მიმდინარეობა აქვს. მისთვის სახსრების, ყელის ტკივილი, ცემინება და ტემპერატურაა დამახასიათებელი. ვირუსი განსაკუთრებულად მოზარდებს უტევს.

მედიკოსები აღარ მალავენ, რომ რეანიმაციული განყოფილებები გადავსებულია. სპეცლიასტების თქმით, ვითარება უკონტროლოა.  ექიმები არც იმას გამორიცხავენ, რომ ახალი გრიპი უფრო რთულ ფორმებში გადაიზარდოს. ამასტან, მედიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ სეზონურ გრიპს ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი შეხვდა, რადგან დეკემბრის თვეში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. 

სავარაუდოდ, დეკემბერ-იანვარში მაქსიმალური პიკით მოსალოდნელია გრიპის გავრცელება ქვეყანაში. ის მონაცემებიმ რომელიც დღეს გვაქვს, მიუთითებენ, რომ წლევანდელ წელს გრიპის შემთხვევების მატება გაცილებით უფრო ადრე დაიწყო და გაცილებით უფრო მეტად ინტენსიურია, ვიდრე პრეპანდემიურ 2019 წელს. სამი ვირუსის ერთდროული მატება, შესაძლებელია, საკმაოდ სერიოზული ზეწოლა იყოს ჯანდაცვის სისტემაზე, - ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე.  

უკვე რამდენიმნე კვირაა გრიპზე უფასო ვაქცინაციის კამპანიაა დაწყებული, თუმცა ვაქცინირებულთა საკმარისი რაოდენობა ამ დრომდე არ არის.