რატომ არ აუშენეს გურულ მორაგბეებს ბაზა - ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციის შეკითხვებს ემალება

20.11.22 12:46
რატომ არ აუშენეს გურულ მორაგბეებს ბაზა - ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციის შეკითხვებს ემალება

პირველი ლიგის გურული მორაგბეების გასაჭირის საჯაროზე გმოტანიდან მეორე დღესაც ადგილობრივი ხელისუფლება ისევ დუმს. მმართველ გუნდს ამ დრომდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ შესრულდა 5 წლის წინ გაცემული პირობა და რატომ ვერ აუშენეს სპორტსმენებს ბაზა. აღნიშნული დაპირება ჯერ კიდევ 2017 წელს არცილ თალაკვაძემ რაგბის სტადიონზე დადო.

კითხვებზე პასუხები მირებას ოპოზიცია პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრებისგან შეეცადა, ტუმცა უშედეგოდ. გურიაში სამუშაო ვიზიტით ჩასული კანონმდებლები ტავს სასტუმრო პარაგრაფს აფარებენ და ოპოზიციას მათთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. მეტიც, როდესაც ადგილზე კითხვებით შეიარაღებული პოლიტიკოსები მივიდნენ, კართან გურიის სამხარე ადმინისტრაციის დაცვის კორდონი ჩააყენეს.