წყალში გადაყრილი 140 ათასი - სოფელ შინდისში საბავშვო ბაღი ორი წელია დაკეტილია

20.11.22 15:39
წყალში გადაყრილი 140 ათასი - სოფელ შინდისში საბავშვო ბაღი ორი წელია დაკეტილია

დაკეტილი საბავშვო ბაღი და წყალში გადაყრილი 140 ათასი  - სოფელ შინდისის საბავშვო ბაღი, რომელიც ორი წლის წინ სარებილიტაციოდ დაკეტეს, ამ დრომდე  არ გახსნილა. კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, სამუშაოები არ ჩაატარა. ახლა მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს, რათა მთავრობამ არნიშნულ კომპანიას ნაკისრი ვალდებულების შესრულება აიძულოს. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის და ინვენტარი ზიანდება.

ხელმოწერებს ვაგროვებთ, რომ მივიყვანოთ მეზობელ საბავშვო ბაღში. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სოფელია და არის საშუალება, რომ იყოს საბავშვო ბაღი, დღესდღეობით არის დაკეტილი. არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, გაკეთდა კოსმეტიკური რემონტი, მაგრამ შიგნით არის ცუდი მდგომარეობა, ჩამოიშალა გაკეთებული, უპატრონობაა სრული, - ამბობს ადგილობრივი.