თეა წულუკიანი გელათის ტაძრის განადგურებაშია მხილებული - რა დასკვნა დადეს საერთაშორისო ექსპერტებმა
კულტურის მინისტრი გელათის ტაძრის და ფერწერის განადგურებაშია მხილებული. დოკუმენტებით დასტურდება, რომ თეა წულუკიანის დაქირავებულმა რესტავრატორების ჯგუფმა გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა. მოპოვებულია გასაიდუმლოებული დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ტაძარს გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება, რადგან გელათი ლპება. საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გამოსავალი დეფექტური სახურივი მოხსნა და ტენიანობის შემცირებაა.
გარდა ამისა, 14 დოკუმენტზე თანდარტულია ფოტოები, რომლებიც სხვადასხვა წლებშია გადაღებული, სადაც თვალნათლივ ჩანს ის დაზიანებები, რომლებიც ტაძარზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც კულტურის სამინისტრომ იქ აქტიური სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
რეკომენდაციების შესახებ წულუკიანმა და საპატრიარქომ იციან, თუმცა მათ შესრულებას არ აპირებენ.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახეზეა დანაშაული, რომელიც კულტურის სამინისტრომ ჩაიდინა.
ესენი ჩვენი ინფრომაციით, მოიწვია საპატრიარქომ, რომლებმაც გააფრთხილეს ქალბათონი წულუკიანი, რომ ამ ტიპის ცარევა ამ მდგომარეობაში მყოფი კედლის მხატვრობისთვის არ შეიძლებოდა. მაინც განხორციელდა და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ უმაღლესი დონის ექსპერტების დაკსვნის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კედლის მხატვრობა არის სავალალო მდგომარეობაში და ეს ამ დასკვნებშიც პირდაპირ წერია, „სავალალო მდგომარეობა, გამოუსწორებელი მდგომარეობა, შემაშფოთებელი“ და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ძეგლი გაჟღენთილია წყლით. თავის პირად მაბიციებს, ამპარტავნებას და რაღაცა გაუგებარი შურისძიებით ნაკარნახევ პოლიტიკას შესწირა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, - ამბობს ხელოვნებისა და მეცნიერტების პროფკავშირის წევრი, ნიკა წიქარიძე.
ყველაფერს ფარდა გუშინ აეხადა, როდესაც "რადიო თავისუფლებამ" სტუდია მონიტორის მიერ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟი გამოაქვეყნა, რომლის ავტორიც თამარ გელაშვილია. ჟურნალისტურ გამოძიებაას თან აღნიშნული 14 გვერდიანი დოკუმენტი ერთვის.