დუშეთში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია რუს ხელოსნებს ჩააბარეს - ვინ ასაქმებს ოკუპანტი ქვენის მოქალაქეებს
საქართველოს ასობით დაუსაქმებელი მოქალაქის ფონზე, დუშეთში ისტორიული შენობის რესტავრაცია რუს ხელოსნებს ჩააბარეს. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები "პირველებს" უდასტურებენ, რომ საქართველოში სამი თვის წინ ჩამოვიდნენ და სამსახურიც მაშინვე იპოვეს.
კარგი პირობებია, ქართული კოპმანიაა, მე სამი თვის წინ ჩამოვედი რუსეთიდან, რეკონსტრუქციის მიმართულებით ვმუშაობ, - ამბობს რუსეთის მოქალაქე.
"პირველები" კომპანია "ერისიმედთან" დაკავშირებას შეეცადა, რომელიც დუშეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.