გელათის ტაძარი ლპება - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა წულუკიანის ბრალეულობას ცხადყოფს
"გელათის ტაძარს მკურნალობა ესაჭიროება", - ასეთია საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომელიც მათ საპატრიარქოს მოთხოვნით დადეს. მე-12 საუკუნის ტაძარი ლპება. უნიკალური მოხატულობა ტენიანობის და ხსნადი მარილის გამო იშლება. გამოსავალი დეფექტური სახურავის მოხსნა და ტაძრის გაშრობაა, თუმცა ექსპერტების დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ აღნიშნულს მინიმუმ 5 წელი დასჭირდება.
დასკვნა თეა წულუკიანისთვის განაჩენია. ყველასთვის ცხადია, რომ კულტურის მინისტრი დაქირავებულმა რესტავრატორებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს.
14 გვერდიანი დოკუმენტი მოსაყდრე შიოს და პრემიერს უკვე 6 თვეა მაგიდაზე უდევს, თუმცა წულუკიანისთვის საყვედურის თქმა ვერავინ გაბედა.
კიდევ რა წერია ექსპერტების დოკუმენტში ვრცლად იხილეთ გუგა არჩვაძის სიუჟეტში.