რუსი პროპაგანდისტის ნათესავი შვილებზე ძალადობაშია მხილებული - პროკურატურის საგულდაგულოდ გადამალული საქმე

20.11.22 20:47
რუსი პროპაგანდისტის ნათესავი  შვილებზე ძალადობაშია მხილებული  - პროკურატურის საგულდაგულოდ გადამალული საქმე

პუტინის საყვარელი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის ნათესავზე თბილისმა ძებნა გამოაცხადა. რუს ბიზნესმენს, ვიტალი სოლოვიოვს არასრუწლოვანი შვილების ცემას და ძალადობას ედავებიან. სამი ბავშვის შოკისმომგვრელი ჩვენებები, სადაც მამის დასჯის მეთოდები და მიყენებული ტკივილია აღწერილი, გამოძიებას თაროზე აქვს შემოდებული. 

არასრუწლოვნების დედის მტკიცებით, ყოფილ ქმარს საქართველოში მფარველები ჰყავს, კერძოდ, კი მას ირაკლი ღარიბაშილის სიმამრი მფარველობს. 

პროკურატურას საგულდაგულოდ გადამალული საქმე თაროდან "შაბათის ეთერმა" ჩამოაღებინა. ვიტალი სოლოვიოვს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მოძალადე მამას კი პატიმრობა ზუსტად იმ დროს შეუფარდეს, როცა ეთერში რეპორტაჟი გადიოდა. 

უფრო მეტიც, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამ არასრულწლოვანზე მხოლოდ მამა არ ძალადობდა. შვილების ცემისთვის დედა რუსეთშია მსჯავრდებული. 

უფრო ვრცლად ვიტალი სოლოვიოვის ძალადობრივი ქმედებების და მფარველის შესახებ  ნინო ელიკაშვილის სიუჟეტში იხილეთ.