საქართველოში ახალი ჰონ-კონგის შტამი ცირკულირებს - კლინიკებში საწოლფონდის დეფიციტია
საქართველოში ახალი ჰონ-კონგის შტამი ცირკულირებს. ვირუსი ძირითადად ბავშვებში ტრიალებს და კორონავირუსზე უფრო მძიმე მიმდინარეობა აქვს. ახალ შტამს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი და სისუსტე ახასიათებს.
ინფიცირებულთა მატებამ კლინიკებში მიმართვიანობა გაზარდა. ამის გამო ბავშვთა კლინიკებში თავისუფალი ადგილების პოვნა რთულია.
სპეციალისტების პროგნოზით, პიკი შესაძლოა, დეკემბერზე ადრე დადგეს, ამიტომ რისკ ჯგუფებს დაუყოვნებლივ ვაქცინაციას ურჩევენ.
უფრო მეტი ახალი ჰონ-კონგის შტამის შესახებ შეიტყვეთ თიკა მიგინეიშვილის სიუჟეტიდან.