სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის - ზუგდიდში 13 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დანით მოკლეს

20.11.22 20:59
სისხლიანი გარჩევა მოზარდებს შორის - ზუგდიდში 13 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დანით  მოკლეს

ზუგდიდში 13 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დანით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე მოხდა, სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთმა ახალგაზრდამ 13 წლის ს.მ.-ს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. 

დანაშაულის ჩადენის შემდეგ  თავდამსხმელები გაიქცნენ, მძიმედ დაჭრილი ს.მ. კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.