ვინ იქნება სახალხო დამცველი - ოპოზიცია "ოცნების" მხრიდან კომპრომისს გამორიცხავს

21.11.22 11:44
ვინ იქნება სახალხო დამცველი - ოპოზიცია "ოცნების" მხრიდან კომპრომისს გამორიცხავს

ვინ იქნება სახალხო დამცველი? - პარლამენტში პოლიტიკური კონსულტაციების გადამწყვეტი კვირა იწყება. პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი რამდენიმე წუთში დაიწყება. ოპოზიცია და ხელისუფლება საერთო გადაწყვეტილებაზე უნდა შეჯერდეს, რადგან ცალცალკე არცერთს ახალი ომბუდსმენის დამტკიცება არ შეუძლია.

გამომდინარე აქედან, "ქართული ოცნება" გამოწვევის წინაშე დგას: ან უნდა დათმოს და  ქვეყანას რეალურად თავისუფალი სახალხო დამცველი ჰყავდეს, ან ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებბეი შეუსრულებლად ჩაეთვლება.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ შეთანხმების სივრცე, ფაქტობრივად, არ არსებობს. მათი თქმით, "ქართული ცონება" გადაწყვეტილებას არა სახელმწიფო, არამედ პარტიული ინტერსებიდან გამომდინარე მიიღებს. ხელისუფლების ოპონენტები არც იმას, გამორიცხავენ, რმ მმართველმა გუნდმა პროცეი ჩააგდოს.

ოთხი კანდიდატია რეალურად დასახელებული კანდიდატი, დანარჩენი კანდიდატები არიან, მათი თქმით, „მოქალაქეების“ თქმით და „ქართული ოცნების“ თქმით, სიის შესავსებად დასახელებულები. ახლა რატომ გვთხოვენ არ მესმის, ამ სიის შესავსებად დასახელებული კანდიდატებიდან შევარჩიოთ ომბუდსმენის კანდიდატი, რომცა ჩვენს მიერ ფორმალურად დასახელებულმა, მიუკერძოებულმა პროფესიონალმა კანდიდატებმა შეფასებაცდა გასაუბრებაც მაღალ დონეზე ჩაატარეს. ერთადერთი კონსტიტუციური ორგანოა დარჩენილი - სახალხო დამცველის, ამასაც გადაიბარებს „ქართული ოცნება“ - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე. 

"ოცნებისგან" კომპრომისის მოლოდინი არც პარტია "საქარტველოსთვის" წევრს მიხეილ დაუშვილს აქვს. 

დოკუმენტი გამოაქვს დღეს „ქართულ ოცნებას“ გასნახილველად, რომელი დოკუმენტიც ჯერ არ გაუზიარებია თითონ კომიტეტის წევრებისთვისაც კი. ახლა ეს როგორ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, ამაზე შეფასება თქვენთვის მომინდია. „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისთვის კომფორტლი და მისთვის სასურველი კანდიდატი გაიყვანოს ომბუდსმენის პოზიციაზე. მოლოდინი იმისა, რომ „ოცნებისგან“ კომპრომისს ვიხილავთ სახელმწიფო ინტერესების სასარგელოდ, ამის მოლოდინი მე არ მაქვს, - ამბობს დაუშვილი.