სასტიკი დანაშაული ზუგდიდში - 15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით, 17 წლის არასრულწლოვანი დააკავეს
"პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. ის, ასევე არასრულწლოვანია.
გარდაცვლილი მოზარდი საბა მამფორიაა, დაღუპულის ცხედარი ქუთასის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან გამთენიისას ჩამოასვენეს.
ზუგდიდში მოკლული 15 წლის ბიჭის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს. უმძიმესი ფაქტი გუშინ, სტადიონზე მოხდა. ლუკა მამფორიას დანით ჭრილობები გულ-მკერდის არეში მიაყენეს. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მკვლელობას წინ, სავარაუდოდ, თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში რამდენიმე მოზარდი მონაწილეობდა.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.