ომბუდსმენობის კანდიდატების კენჭისყრა პარლამენტში - სიაში არ არიან ჯანეზაშვილი და ცობეხია
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის კანდიდატებს კენჭს უყრიან. კომიტეტი სახალხო დამცველობის ყველა იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვინც კანდიდატურა არ მოხსნა და გასაუბრების პროცესში მონაწილეობა მიიღო, ასეთი კი 19-დან 16 კანდიდატია.
ამჟამად მიმდინარეობს პოლიტიკურიკონსულტაციები იმის გასარკვევად თუ რომელი კანდიდატი შეიძლება ხასიათდებოდეს ისე, რომ ჰქონდეს პოტენციალი 90 ხმიანი მხარდაწერის მოპოვებისა, იმისთის, რომ ხელი არ შეეშალოს ამ არცევანს და პოლიტიკური კონსულტაციების პროცესს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აბსოლუტურად ყველა კანდიდატს, ვინც გაიარა და ვისი კანდიდატურაც წარმოდგენილი იქნა, ყველას მხარი დავუჭიროთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცალკეული კანდიდატებთან დაკავშირბეით მათ პერსპექტივებზე სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს, - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმდჯომარე მიხეილ სარჯველაძე.
გადამწყვეტ კენჭისყრაზე წარმოდგენილი ვერ იქნება ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურა, რადგან მან აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამის მიუხედავად, ჯანეზაშვილი ლომჯარიას ადგილის დასაკავებლად ამ დრომდე იბრძვის.
ჯანეზაშვილთან ერთად კენჭს არც გიორგი ცობეხიას უყრიან. მან გასაუბრება გაიარა, თუმცა კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა.