ექიმებს 7, ექთნებს 4.40 ლარი საათში - მედიკოსები დაფინანსების ახალი მოდელის წინააღმდეგ
მომავალი წლიდან ექიმის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება მხოლოდ 7 ლარი , ექთნების კი 4 ლარი და 40 თეთრი იქნება. ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის საგანგებო შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
დაფინანსების ახალი მოდელის გამოქვეყნებას პროტესტი მოჰყვა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რამდენიმე კლინიკამ დატოვა. ამასთან, ექიმებს პრეტენზიები რეანიმაციული მომსახურების პირობებზეც აქვთ
ფაქტი დღეს მინისტრ აზარაშვილის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს დაუდასტურა.
რამდენიმე კლინიკამ, არ არის ბევრი ამ კლინიკების რაოდენობა, ერთეულია შემიძლია გითხრათ, რომლებიც მანამდეც ძალიან იმიტირებული ჩართულობით მონაწილეობდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში. გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ პროგარამაში მონაწილეობის გაგრზელების ინტერესი არ აქვს. ეს, რა თქმა უნდა, მათი არჩევანია, - თქვა გაბუნიამ.
დრეს ექიმებმა ისიც დაადასტურეს, რომ ჯანდაცვის სფეროში ახლა ყევლაზე მეტად ექთნების დეფიციტია, რაც, სავარაუდოდ, დაბალმა ანაზრაურებამ გამოიწვია.
ჯანდაცვის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ 2023 წლიდან ექიმების და ექთნების ანაზრაურება კვლავ გაიზრდება ექიმები საათში 9, ხოლო ექთნები 6 ლარს აიღებენ.