ხორცპროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცი ისევ გამოვლინდა - შპს „ლიდერს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა
შპს "ლიდერის" ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი ისევ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა.
აღნიშნულ საქმეზე დამატებითი მოკვლევა გრძელდება.
"მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე", - ვკითხულობთ სესის განცხადებაში.
შპს "ლიდერის" შემოწმებისას, ხორცპროდუქტებში ცხენის და ვირის ხორცის გამოვლენის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 16 ნოემბერსაც გაავრცელა.