ომბუდსმენობის კანდიდატების კენჭისყრა - ყველაზე მეტი ხმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო

21.11.22 15:37
ომბუდსმენობის კანდიდატების კენჭისყრა - ყველაზე მეტი ხმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, რომელზეც კენჭს სახალხო დამცველობის კანდიდატებს უყარეს, ყველაზე მეტი ხმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო. მოქმედი ომბუდსმენის მოადგილეს მხარს "ქართული ოცნება" , "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და "საქარტველოსთვის" დაუჭირეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს, ანა აბაშიძეს, მას მხარი "ლელომ" და "ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტს ფრაქცია ენმ-დან ნატო ჩხეიძე ესწრება, რომელმაც აბაშიძის კანდიდატურას მხარდაჭერა არ გამოუცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურას კი მხარი ენმ-მ და "ლელომ" დაუჭირეს. 

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად "ქართული ოცნებამ" უარო თქვა მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატებს, რომლებმაც გასაუბრებაში მონაწილეობა არ მიიღეს, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადამწყვეტ კენჭისყრაზე წარმოდგენილი 19-ვე კანდიდატი იქნება. 

საკომიტეტო განხილვაზე ასევე დადასტურდა, რომ "ქართული ოცნება" გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან არაფორმალურ მომლაპარაკებებს მართავს. ენმ-ში და "ლელოში" კი აცხადებენ, რომ მმართველ გუნდთან არანაირი კონსულტაცია არ ჰქონიათ და როგორ ჩანს, "ქართული ოცნება" თავად ირჩევს, ვის ესაუბროს.