ომბუდსმენის არჩევა - "ოცნებამ" ოპოზიციის ნაწილთან არაფორმალური კონსულტაციები დაიწყო
სახალხო დამცველის შესარჩევად "ქართულმა ოცნებამ" არაფორმალური კონსულტაციები დაიწყო. მოლაპარაკებები ოპოზიციის იმ ნაწილთან მიმდინარეობს, ვისთან შეთანხმებას საერთო კანდიდატზე მმართველ პარტიას დისკომფორტს არ უქმნის.
ფაქტს მმართველი პარტია არ უარყოფს. "ქართულმა ოცნებამ" დღეს პირდაპირ აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი მეტი სიხისტით გამოირჩევა, მეორე კი - ნაკლებად.
ოფიციალური კონსულტაციები გვქონდა ჩვენ მთელ რიგ კანონპროექტებზე და არცერთ კონსულტაციას, არცერთ სამუშაო ჯგუფს თქვენი პოლიტიკური ძალა არ შემოუერთდა. რა მოთხოვნა გაქვთ ასეთი ამ ოფიციალური სტრუქტურების და სამუშაო ჯგუფების, არ ვიცი. კონსულტაცები, ზოგადად, პარტიათა შორის, თქვენს თალწინ მიმდინარეობს, - თქვა დღეს პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
უკვე ცნობილია, კონსულტაციები გამოირიცხა "ნაციონალურ მოძრაობასთან", "ლელოსთან" და "სტრატეგია აღმაშენებლეთან" . პარტიები პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" მათთან არანაირი სახის კონსულტაცეიბი არ აქვს.
ენმ-ში მიაჩნიათ, რომ არაფორმალური მოლაპარაკებები მთლიანად უმრავლესობის პოზიციას აზიანებს.
საპარლამენტო ოპოზიციის შიგნით გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ფარული მოლაპარაკებები მთლიანად პროცესს აზარალებს და ზიანს აყენებს საპარლამენტო უმრავლესობის საერთო პოზიციას, ამიტომ მოვუწოდებდი ჩვენს კოლეგებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ღია ფრომატში მოხდეს ხელისუფლებასთან კონსულტაციების წარმოება, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
სახალხო დამცველის არჩევის საკითხი კენჭისყრაზე მომავალ კვირას გავა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა პარლამენტი ომბუდსმენობის ისეთი კანდიდატი აარჩიოს, რომელიც 90 ხმის შეგროვებას შეძლებს.