მძიმე დაზიანებები თავის არეში - ექიმები, პიტბულის მიერ დაგლეჯილი წლინახევრის ბავშვის გადარჩენას ცდილობენ

21.11.22 17:07
მძიმე დაზიანებები თავის არეში - ექიმები, პიტბულის მიერ დაგლეჯილი წლინახევრის ბავშვის გადარჩენას ცდილობენ

წლინახევრის ბავშვის მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა, მძიმეა. 

დაშავებული ახლა ციციშვილის კლინიკაშია და თავზე ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმები მის გადარცენას ცდილობენ.

ბავშვს დაზიანებები თავის არეში აქვს მიღებული. მეზობლები ამბობენ, რომ პიტბული იმ ოჯახს ეკუთვნის, სადაც ბავშვი ცხოვრობს და ის აგრესიული აქამდე საერთოდ არ ყოფილა.

„მათივე ძაღლმა დაგლიჯა ბავშვი. აგრესიული საერთოდ არ იყო, აქამდე მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია. სახლში, წლინახევრის ბავშვი ძიძამ ჩასვა კალიასკაში, ჩაურთო ტელევიზორი. ამ დროს მამას ეძინა და როცა მოტრიალებულა, ნახა თურმე როგორ ეცა ბავშვს ძაღლი. არადა, როცა ასეირნებდი კატასაც არ გაეკიდებოდა. შემდეგ სასწრაფომ გადაიყვანა“. - ამბობენ მეზობლები.

პეტრიაშვილის ქუჩაზე, იქ სადაც ეს შემთხვევა მოხდა, ექსპერტ-კრიმიანლისტები რამდენიმე საათი მუშაობდნენ.