სასტიკი ანგარიშსწორება მესიჯის შემდეგ - „პირველებმა“ 14 წლის მოზარდის მკვლელობის დეტალები გაარკვია
ზუგდიდში 14 წლის მოზარს გლოვობენ. დამნაშავე დაკავებულია და ბრალის წარდგენას ელოდება.
17 წლის ახალგაზრდა ბრალს აღიარებს, თუმცა მკვლელობის მოტივზე ჯერ არ საუბრობს.
„პირველების“ ინფორმაციით, სასტიკი ანგარიშსწორების მიზეზი, სავარაუდოდ, გოგონაა. გარდაცვლილი ჯერ სტადიონთან სცემეს, შემდეგ კი ბნელ ფარდულში გაიყვანეს და მოკლეს.
საბა მამფორია ე.წ. სპიცით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მას სასიკვდილო დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
თვითმხილველების განცხადებით, 14 წლის ბიჭი შველას ითხოვდა, თუმცა ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებს ამოღებული აქვთ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება მკვლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ. დაცვის მხარე კი სავარაუდოდ იმის დამტკიცებას შეეცდება, რომ დაკავებული ახალგაზრდა შეურაცხადია.
სასტიკი მკვლელობის დეტალები - ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში