ორ წლამდე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა, ამ დრომდე კრიტიკულია

21.11.22 19:30
ორ წლამდე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა, ამ დრომდე კრიტიკულია

ამ დრომდე, კრიტიკულია ორ წლამდე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა. მას უმძიმესი დაზიანებები  თავის არეში აქვს. ექიმები ახლა მისი გადარჩენისთვის იბრძვიან.  

შემთხვევა  ვაკეში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ირკვევა, რომ ოჯახის კუთვნილი პიტბული მოულოდნელად გახდა აგრესიული და ბავშვს იმ დროს დაესხა თავს, როცა ის სკამზე იჯდა.

მხოლოდ  ერთ თვეში  10 მსხვერპლი - პიდბულების შემთხვევაში სტატისტიკა საგანგაშოა. ამ ჯიშის ძაღლებს სპეციალური მოვლა  და  განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, რადგან სრულიად უმიზეზოდ და მოულოდნელად ისინი ხდებიან აგრესიულები.

აუცილებელია სპეციალური კურსებიც, რომელიც პიდბულების პატრონებმა უნდა გაიარონ, თუმცა  ჯერ მსგავსი რამ ქვეყანაში არ არსებობს.

შემზარავი ამბის დეტალები - ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.