ექსკლუზივი: ჩხრეკა ვაკის პარკის შარდრევნის საქმეზე - კრიმინალური პოლიცია პროექტის ავტორის ოფისში შევიდა

21.11.22 20:23
ექსკლუზივი: ჩხრეკა ვაკის პარკის შარდრევნის საქმეზე - კრიმინალური პოლიცია პროექტის ავტორის ოფისში შევიდა

ჩხრეკა ვაკის პარკის შარდრევნის საქმეზე - „პირველებისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ კრიმინალური პოლიცია პროექტის ავტორის ოფისში შევიდა. 

ამოღებულია 22 კომპიუტერი და მეხსიერების ბარათები. კომპანია „ელ ემ სი-ს“ ფაილებს ახლა გამომძიებლები სწავლობენ. არსებობს ეჭვი, რომ პროექტის დამტკიცებული ვარიანტი მშენებლობის წინ შეცვალეს, ზედ კი არქიტექტორის ხელმოწერა და ბეჭედი გააყალბეს. 

სად არის სამხარაულის დასკვნა, ვაკის პარკის საქმეზე - ტრაგედიდან დღეს 40 დღე გავიდა, თუმცა დოკუმენტი ისევ არ გასაჯარობებულა. 

„პირველების“ ინფორმაციით, სახელმწიფო ექსპერტებმა დააგინეს, რომ შადრევანში არ იყო უსაფრთხოების რელე და გათიშვის სისტემა. ეს უკვე მტკიცებულებაა მერიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, თუმცა დოკუმეტს არ აჩენენ. 

სკანდალური ამბის დეტალები - იხილეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.