ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ოცნებას“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს

21.11.22 20:30
ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ოცნებას“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს. „კვლავ ვიმეორებთ ჩვენ მტკიცე მოსაზრებას - კანონის მიღებამდე უნდა იყოს შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა“ - ეს განცხადება ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად აიტვირთა ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე. ევროპა რეკომენდაციების შესრულებას ითხოვს და არა კანონების ფორმალურად მიღებას. 

დღეს კი პარლამენტში ალტერნატიული კანონი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. ოლიგარქად გამოცხადდება ადამიანი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ასევე, ის ვინც ფლობს ქვეყნის მიწის რესურსების 7 პროცენტს და აქტივები შიდა პროდუქტის 0.35 პროცენტს აღემატება.

სწორედ ეს პუნქტებია  კატეგორიულად მიუღებელი ხელისუფლებისთვის, რადგან ამ კანონის უკან „ოცნებამ“ პირდაპირ ივანიშვილის გვარი ამოიკითხა.

ვრცლად, ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.