ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა - კლინიკების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშება

22.11.22 12:14
ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა - კლინიკების ნაწილი  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეთიშება

ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის ზღვარზეა - კლინიკების ნაწილი  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით პაციენტების მომსახურებაზე უარს ამბობენ. მედიკოსების თქმით,  დადგენილი ტარიფების იმდენად მცირეა, რომ გაკოტრებამდე მივიდნენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უკვე გამოეთიშა ერთ ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო კორპორაცია. "მედი ქლაბი" პაციენტებს პროგრამის ფარგლებში აღარ მოემსახურება.

"პირველების"ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, სავარაუდოდ, კლინიკა "ინოვაც" გამოეთიშება. ამის შესახებ მათ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს. 

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ისედაც კრიზისი პიკში მყოფ ჯანდაცვის სისტემისთვის ახალი რეგულაციები კიდევ უფრო დამაზიანებელი იქნება. 

გარკვეული ხარვეზებია შესრულებაში, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გამოსწორდეს. რამდენიმე თემაა, რომელიც ეხება ერთი, თვითონ დათვლის პრინციპებს, როგორ ითვლება, ვთქვათ,ღირებულება, ტარიფები. პაციენტის ინტერესიც ილახება, იმიტომ, რომ თუ გამოვა ჯანდაცვის პროგრამიდან, ამშნ მთლიანი თანხის გადახდა უწევს, რომელიც ორჯერ უფრო მეტი იყოს. მტავარია, მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას ის დარღვევები, რომელიც ამ მეთოდის დანერგვას დღესდღეობით ასახავს,  აკაკი ზოიძე. 

2023 წლიდან ჯანდაცვის სისტმაში ახალი რეგულაციები უნდა ამოქმედდეს, რომლის მიხედვითაც ექიმებმა საათში ანაზღაურების სახით  7, ხოლო ეტქნებმა 4.40 ლარი უნდა აიღონ.

ექიმებმა დაფინანსების მოთოხვნით ჯანდაცვის მინისტრს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა არაზაშვილმა აღნიშნული საკითხი არც კი განიხილა. 

ამის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადევბენ, რომ 2025 წელს მედიკოსების ანაზრაურება კიდევ გაიზრდება და ექიმები საათში 10, ხოლო ეტქნები 6 ლარს აიღებენ.