ხმაური და დაპირისპირება დიღომში - საცხოვრებელიდან ოჯახს ასახლებენ

22.11.22 11:08
ხმაური და დაპირისპირება დიღომში - საცხოვრებელიდან ოჯახს ასახლებენ

ხმაური და დაპირისპირება დიღმის მასივში  - მეგრელიშვილების ოჯახი დილიდან აღსრულების სამსახურის თანამშროლებს ელოდება. უწყებამ საცხოვრებელი სახლიდან  მათი გამოსახლების პროცედურა  უნდა დაიწყოს.

ადგილზე ოჯახის ახლობლები და მეზობლები არიან შეკრებილი, მათ ჩახერგილი აქვთ იმ სადარბაზოში შეწსასვლელი, სადაც მეგრელიშვილების ბინა მდებარეობს. 

ამ დროისთვის სააღსრულებლო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები კორპუსის წინ არიან მობიბილიზებული, თუმცა შიგნით შესვლას არ ცდილობენ. 

მეგრელიშვილების ოჯახი, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ხანდაზმული ქალი ცხოვრობს, შველას ითხოვს და ამბობენ, რომ მათ თავშესაფრის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, მეგრელიშვილების ოჯახმა 5 წლის წინ კერძო იპოთეკარისგან ვალი 6 ათასი დოლარის ოდენობით აიღო, თუმცა მისი გადახდა ვერ შეძლო. ამ დროისთის აღნიშნული თანხა 38 ათას დოლარამდე გაიზარდა, ამიტომაც კერძო მევახშე ოჯახს სახლის დაცლას სთხოვს. 

ილია მეგრელიშვილი

რამოდენიმე წლის წინ დაიწყო, 6 ათასი დოლარი ვისესხე და ავიდა 38 ათას დოლარზე, ოღონდ, სარგებელი ჩვენ იქიდან არ გვინახია, ეს ყველაფერი დადასტურებულია დოკუმენტებით. 

ამ 38 ათასში ახლა ქალბატონს უნდა, ეს ბინა მიისაკუთროს. ჩვენ გვინდა, გაიყიდოს სახლი, აიღოს თავისი კუთვნილი და მე საგირავო ფული რომ დამრჩეს. მაგრამ რახან აქამდე მივედით, მევახშე ცდილობს, რომ სახლი, რატომაც არა, მთლიანად მისაკუთროს. - ამბობს ილია მეგრელშვილი.

ამ დროისთვის აღსრულების ბიუროს თანამშრომლები ცდილობენ, სახლის მეპატრონე და კერძო იპოთეკარი ერთმანეთთან მოარიგოს.