დავა მორიგებით დასრულდა - მეგრელიშვილების ოჯახს უახლოესი 3 თვის განმავლობაში არ გაასახლებენ

22.11.22 13:40
დავა მორიგებით დასრულდა - მეგრელიშვილების ოჯახს უახლოესი 3 თვის განმავლობაში არ გაასახლებენ

დიღომში მცხოვრებ მეგრელიშვილების მრალწევრიან ოჯახს უახლოესი 3 თვის განმავლობაში ბინიდან ვერ გამოასახლებენ - აღნიშნული გადაწყვეტილება ბინის მეპატრონესა და კერძო იპოთეკარის შეთანხმების შედეგად დადგა. 

ტერიტორია უკვე დატოვეს აღსრულების სამსახურისა და პოლიციის წარმომადგენლებმა.  ისინი დიღომში დილიდან გამოჩნდნენ, თუმცა, მეგრელიშვილების გამოსახლება ადგილზე შეკრებილი მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ შეძლეს. 

ამ წუთისთვის შევთანხმდით იმაზე, რაც მე მინდოდა. დღეს მე ქუჩაში არ ვარ და 3 თვის შემდეგ რა იქნება, ამაზე წინასწარ ვერაფერს გეტყვით. - განაცხადა სახლის მეპატრონემ, ილია მეგრელიშვილმა.

როგორც ირკვევა, მეგრელიშვილებმა უახლოესი 3 თვის განმავლობაში კერძო მევახშეს ვალის სანაცვლოდ ოროთახიანი ბინა უნდა შეუძინონ. 

5 წლის წინ მეგრელიშვილებმა კერძო მევეხშისგან თანხა, 6 ათასი დოლარი, ისესხეს, რისი გასტუმრებაც დღემდე ვერ მოახერხეს და ვალი ამ დროისთვის 38 ათას დოლარს შეადგენს. 

აღნიშნული თანხის სანაცვლოდ კერძო იპოთეკარი მეგრელიშვილების ბინიდან გამოსახლებას ითხოვდა. სახლის მეპატრონე კი მევახშეს სთავაზობდა, მისი 100 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა გაეყიდა და ვალი ასე დაეფარა.