რას გადაწყვეტს პრეზიდენტი - სააკაშვილის ადვოკატები ზურაბიშვილს წერილით კვირის ბოლომდე მიმართავენ

22.11.22 13:45
რას გადაწყვეტს პრეზიდენტი - სააკაშვილის ადვოკატები ზურაბიშვილს წერილით კვირის ბოლომდე მიმართავენ

შეხვდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილის ადვოკატებს? მესამე პრეზიდენტის უფლებამცველები ზურაბიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. 

ორბელიანის სასახლეში მისვლას იურისტები კვირის ბოლოს აანონსებენ და იქ სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნის მიტანას გეგმავენ.

შალვა ხაჭაპურიძეს მოლოდინი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ აუცილებლად შეხვდება

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნას, უფლებადამცველი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ამ საკითზე ამ ეტაპზე არაფერი უთქვამს.

"მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ მიესალმება, თუ რამე დადებითს იზამს მის ჯანმრთელობასთან და გათავისუფლებასთან დაკავშირებით ქალბატონი პრეზიდენტი. რაც შეეხება წერილთან დაკავშირებით, მიმართავს თუ არა ზურაბიშვილს წერილობით, ამ ეტაპზე არაფერი უთქვამს. მე ვუთხარი, რომ ვაპირებ პრეზიდენტის ნახვას, კარგი იქნება თუ ის ექსპერტიზის დაკსვნას გაეცნობა-თქო და ვიმსჯელებთ მის ჯანმრთელობასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დღეიდან უკვე მოვამზადებთ წერილს და მივმართავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ დაიგეგმოს ეს შეხვედრა მომდევნო კვირაში. 
რაც შეეხება მიმართავს თუა არა სააკაშვილის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე აქცენტი უფრო იმ სასამართლო პროცესზე აქვს გაკეთებული, რომელსაც ჩვენ ვამზადებთ. შემდგომში უკვე ვნახოთ. რაც შეეხება შეხვედრას ზურაბიშვილთან, რატომ არ უნდა შეგვხდეს? მეხუთე პრეზიდენტია თავად, ჩვენ მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ვართ. აქედან გამომდინარე, დიახ, ის უნდა დაგვთანხმდეს". - თქვა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკაშირებით მისი პოზიციის შეცვლაც არ გამორიცხა.


 

მსგავსი სიახლეები