ხმაური გონიოში - ბათუმის მერია ბუნგალოებს შლის
ხმაური გონიო-კვარიათის სანაპიროზე - ბათუმის მერია სეზონური ჯიხურებისა და ბუნგალოების დაშლას ცდილობს.
ობიექტის მეპატრონეები და თანამშრომლები ამბობენ, რომ ადგილზე კანონიერად მუშაობენ, მერია კი მათ შემოსავლის გარშე ტოვებს.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ხელშეკრულების ვადა სექტემბერში ამოიწურა, შესაბამისად უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟს ახორციელებენ.