ერთი მოკლული და ერთი მძიმედ დაჭრილი - სასტიკი ანგარიშსწორება ხარაგაულში

22.11.22 19:28
ერთი მოკლული და ერთი მძიმედ დაჭრილი - სასტიკი ანგარიშსწორება ხარაგაულში

ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

"პირველების" ინფორმაციით გუჯა ბერიძე მანქანაში მაშინ გარდაიცვალა, როდესაც შემთხვევის ადგილის მიტოვებას ცდილობდა.

დაჭრილია 40 წლამდე მამაკაცი . ირაკლი კიკნაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა სოფელ პატარა ხარაგაულში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. "პირველების" ინფორმაციით ჩხუბი სუფრაზე დაიწყო, საქმის გარჩევა კი შენობასთან გაგრძელდა. ადგილობრივების თქმით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.